ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ექთნების საერთაშორისო დღე საქართველოს უნივერსიტეტში
11 May 2017

12 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა აღნიშნავს ექთნების საერთაშორისო დღეს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია სისხლის არტერიული წნევის სკრინინგი. ჯანდაცვის სკოლის სტუდენტები ყველა მსურველს გაუზომავენ წნევას, ჟანგბადის სატურაციას და განსაზღვრავენ სხეულის მასის ინდექს.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში მისცემენ შესაბამის რჩევებს და გადასცემენ სამახსოვროებს. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები საექთნო პროგრამების და ჯანდაცვის ადმინისტრირების სტუდენტები.

თარიღი: 12.05.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77, I კორპუსი ( 3 სართული) IV კორპუსი ( I სართული)
დრო: 13:00 – 15:00 სთ

12 მაისს, ასევე ჩატარდება ქ-ნ სანდრა რულოვსის საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური პოლიტიკა და ადამიანური რესურსები: ექთნების როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში”.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• ვინ იყო ფლორენს ნაიტინგეილი და რას მიაღწია, ექთნის საერთაშორისო დღე 12 მაისი;
• ექთნის პროფესიის მნიშვნელობა ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა რგოლში;
• ექთნები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში: როლი, სტატუსი;
განათლება, მიგრაცია, პრივატიზაციის გარემო;
• დღევანდელი მთავარი ამოცანები საქართველოში.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, კოსტავას 77, I კორპუსი, აუდიტორია #204
დრო: 16:30

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი